მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air: "ვიმედოვნებთ, გვექნება შესაძლებლობა, რომ ბილეთის ფასი დარჩეს ხელმისაწვდომი"

5f99ab6d1ccc8
მარიამ ადამია
28.10.20 23:00
798
“რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ შევცვალეთ სტრატეგია და შიდა ფრენებზე შევაჩერეთ ფოკუსი, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზეა", - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ ისაუბრა.

მისივე თქმით, კომპანია მუშაობს ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, აახლებს ავიაპარკს და როდესაც დასრულდება პანდემია, მომზადებულები დახვდებიან მზარდ მოთხოვნას.

“ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი ბაზრების, მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, ლარნაკაში. ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება გაუქმებული ფრენების გამო მივიღეთ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ,” - აღნიშნა ანდრაშ რადომ.

რაც შეეხება მომხმარებლების რაოდენობას, რადოს თქმით, უმეტესობას ეშინია მოგზაურობის, ასევე კარანტინში მოხვედრას არიდებენ თავს და სურვილის არსებობის მიუხედავად, თუკი აუცლებლობა არ დგას, ადამიანები აღარ დაფრინავენ.

“რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას იმედს ვიტოვებთ, რომ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ვიზეარის ბილეთის ფასი არ გაიზარდოს და დარჩეს ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორიც აქამდე იყო” - განაცხადა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები