ავიაკომპანია Wizz Air 31 მარტიდან, ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქ ვროცლავის მიმართულებით.
ავიარეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.
ერთი გზის ავიაბილეთის ფასი 79.99 ლარიდან დაიწყება.

























