მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"WizzAir საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველია"

5b3a27566b1c5
BM.GE
02.07.18 17:22
1194
„ავიაკომპანია “Wizz Air” ფლობს უნგრეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველი ევროპაში“, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანიაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს უნგრული მხარე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, მასზე ზედამხედველობა ხორციელდება როგორც უცხო ქვეყნის ექსპლუატანტზე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) შორის არსებული სამუშაო შეთანხმების ფარგლებში (EU SAFA-ს პროგრამა).

„ქუთაისი-დორტმუნდის რეისთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე შემოსულია შეტყობინებები. სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ტექნიკური ანგარიშების შესწავლა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მივლინებულნი არიან ქუთაისის აეროპორტში, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები