მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხის დაბრუნება სახელმწიფოს დიდი ამოცანაა"

5c0fc6e214815
თელარა გელანტია
11.12.18 18:24
888
„როგორიც არის საქართველოს მთები, ისეთივე ხართ თქვენ, იქ მცხოვრებნიც - მტკიცე, უბოროტო, საიმედო და ფასეულობების დამცველნი. დღეს სახელმწიფოს წინაშე დიდი ამოცანა დგას - წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხი დავაბრუნოთ, ეს უნდა შევძლოთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნით, მთის ეკონომიკური გაძლიერებით და ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

“მომავალი წლიდან ვგეგმავთ მთის კვირეულის აღნიშვნას ზაფხულში. ასე გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ მთისადმი მიძღვნილი დღეები, გვექნება შესაძლებლობა გეოგრაფიულად მოვიცვათ მეტი რეგიონი, დავგეგმოთ მეტი ღონისძიება და დავაინტერესოთ მეტი ტურისტი. მთის კვირეული უნდა ვაქციოთ ტრადიციად, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოება და კერძო სექტორი ჩაერთვება”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას 11 სექტემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ, ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები „მთის შვილის“ სიმბოლური სტატუსით დაჯილდოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები