მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამატებით 45 ათასზე მეტი მოქალაქეს ეძლევა

5bb6046160c04
თათია ჩაფიჩაძე
04.10.18 16:13
799
ცესკომ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით წინასაარჩევნო აქტივობები დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით კომისიის წევრები საინფორმაციო ბარათების 28 სექტემბრიდან არიგებენ. მათი ინფორმაციით მოქალაქეთა ინტერესი 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებით საკმაოდ მაღალია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამატებით, საარჩევნო ასაკის 45 ათასზე მეტ მოქალაქეს ეძლევა. სწორედ მათი არჩევნებში ჩართვის მიზნით ყველა მათგანმა ცესკოს თავმჯდომარისგან პირადი მიმართვა მიიღო.

მთელი საქართველოს მასშტაბით წლევანდელ არჩევნებზე 73 საარჩევნო ოლქი და 3637 უბანია მოწყობილი. ამომრჩევლებს საარჩევნო სიებში არსებულ უზურსტობასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა 10 ოქტომბრამდე ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები