ანალიტიკურმა პლატფორმა Statista-მ Boston Consulting Group-ის მონაცემებზე დაყრდნობით 2021 წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია გამოაქვეყნა.
გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციები ცვალებად პერიოდში.
წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად Apple-ი დასახელდა, მეორე ადგილზე Amazon-ია , ხოლო მესამე ადგილს Microsoft-ი იკავებს. აღსანიშნავია, რომ ინოვაციური კომპანიების ჩამონათვალში წელს პირველად მოხვდა Pfizer-ი და ის მეათე ადგილს იკავებს.
წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია შემდეგია:
1. Apple
2. Google/Alphabet
3. Amazon
4. Microsoft
5. Tesla
6. Samsung
7. IBM
8. Huawei
9. Sony
10. Pfizer.