მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე „აუგუსტი“ კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავს - კომპანიის გეგმები

64b12a27c3cd0
ინგა მურუსიძე
15.07.23 09:30
631
წლის ბოლომდე „აუგუსტი“ კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამჟამად ბულანჟერია დედაქალაქში 7 ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ქრისტინე მორჩილაძემ BMG-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა, მომავალი წლისთვის სავარაუდოდ, „აუგუსტი“ გაიხსნება ბათუმშიც.


„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიქმნა კარგი კომერციული ფართების დეფიციტიც. არ ვიცი ეს რამ განაპირობა, ალბათ იმან, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთო ბიზნესის კეთების პროცესში. ყოველთვის ვეძებთ და ინტერესით ვაკვირდებით რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე და როგორც კი ჩვენთვის საინტერესო ლოკაცია გამოჩნდება ხოლმე, აუცილებლად ვინტერესდებით, რადგან გეგმაში გვაქვს რამდენიმე ფილიალის დამატება თბილისში და შემდეგ უკვე სხვადასხვა ქალაქებში. მიმდინარე წელს ვფიქრობთ, რომ ერთი ფილიალი დაგვემატება თბილისში და მომავალ წელს უკვე გადავინაცვლებთ ბათუმში“, - განაცხადა ქრისტინე მორჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები