მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის ბოლოს გუდაურში 24 - საათიანი წყალმომარაგება იქნება

58a8346ce9b07
BM.GE
18.02.17 15:47
1049
ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გუდაურში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ზურაბ ალავიძემ დამსვენებლებთან ერთად ისრიალა და ტურისტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიიღო.

მინისტრმა სათხილამურო ტრასებზე არსებული ვითარებაც შეამოწმა და კურორტზე დაწესებული უსაფრთხოების ზომებით დაინტერესდა. ალავიძის განცხადებით, გუდაურში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები
პრიორიტეტულია და ყველა სამუშაო განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სისტემის სრულ რეაბილიტაციას ახდენს და უკვე წლის ბოლოს გუდაური 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები