მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება - თენგიზ ცერცვაძე

60ba946ebba67
თამთა ჯიჯავაძე
05.06.21 00:57
2642
წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც გასულ წელს გაზაფხულსა და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში.

“გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100%-იანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44%-იანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის უწყვეტი მომარაგება იქნება.

„შეუზღუდავი წვდომა და თან დიდი არჩევნის საშუალება იქნება. იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანაც, მათ შორის, დიდი რაოდენობით, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. სხვა ვაქცინებს ჯერჯერობით, ამის ნებართვა არ აქვს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები