მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის დასაწყისიდან 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა

5b6ace66e923e
BM.GE
08.08.18 15:04
744
წლის დასაწყისიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ჯამში ქვეყანას 1624 საწოლი ადგილი და 812 სასტუმრო ნომერი შეემატა.

18 ახალი სასტუმროდან 7 ბრენდულია. წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი სასტუმრო ნომერი (505) თბილისს დაემატა, მას მოსდევს კახეთი 155 სასტუმრო ნომრით და სამცხე ჯავახეთი 54 სასტუმრო ნომრით.

ყველაზე მეტი სასტუმროს მშენებლობა ამ ეტაპზე თბილისში მიმდინარეობს - 52. მას მოსდევს აჭარა 40 მშენებარე სასტუმროთი და გურია 29 მშენებარე სასტუმროთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები