წლის III კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 828 992 ლარი შეადგინა. აქედან უმეტესობა ქვეყნის გარეთ ვიზიტების ხარჯია, ხოლო ქვეყნის შიგნით ვიზიტებს მხოლოდ მცირე წილი უკავია. წლის განმავლობაში, ადმინისტრაციამ მივლინებებზე ყველაზე მეტი თანხა მესამე კვარტალში დახარჯა, როდესაც მხოლოდ საზღვარგარეთ ვიზიტებისთვის 397 343 ლარი დაიხარჯა. ყველაზე ნაკლები კი მეორე კვარტალში, როდესაც ქვეყნის გარეთ ვიზიტები მხოლოდ 579 ლარი დაჯდა.
აღნიშნული თანხა მოიცავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეულ სამივლინებო ხარჯს.