მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის დასაწყისიდან სებ-მა 87.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

5b682e36de2dd
BM.GE
06.08.18 15:16
732
2018 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, სებ-მა 17.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. წლის დასაწყისიდან სებ-მა 87.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო ლარი 5.6%-ით გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში.

G&T-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 790 მლნ ლარის (322.7 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების 7-დღიანი რეფინანსირების სესხები გასცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის პირველ აგვისტოს 1-წლიანი 40 მლნ ლარის (16.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 7.115% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები