2018 წლის დასაწყისიდან გამართულ სავალუტო აუქციონზე, სებ-მა ჯამში 132.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. მიმდინარე წელს, სებ-მა სავალუტო აუქციონის გზით თანხის შესყიდვა 12-ჯერ განახორციელა, გასულ წელს კი ჯამურად 8-ჯერ. ბოლო ორი წელია ეროვნულ ბანკს ბაზარზე თანხა არ გაუყიდავს და მხოლოდ შესყიდვას ახორციელებს.
2016 წელს კი ჯამში 24 სავალუტო აუქციონი გაიმართა. ამ პერიოდში სებ-მა 280 მლნ დოლარი გაყიდა, ხოლო 278.3 მლნ კი იყიდა.