2018 წლის დასაწყისიდან დღემდე შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში 165 კომპანია მოხვდა. მათ შორის 21 ინდ. მეწარმის სტატუსით სარგებლობს, 3 უცხოური საწარმოების ფილიალია საქართველოში, დანარჩენი კი შპს.
შავ სიაში მიმდინარე წელს მოხვდნენ, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა შპს "ალიგატორი“, "ნიუ როუდ გრუპი“, "სოფტმასტერი“, "ნ კაპიტალი“, "ნილი“, "ტრანსმშენი“, "ორბი ჯგუფი“, "ტაო" და ასე შემდეგ.
შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებაა.
რაც შეეხება თეთრ სიას: აქ წლის დასაწყისიდან დღემდე, სამჯერ ნაკლები-56 კომპანია მოხვდა. მათ შორისაა შპს "ინ-სი", სადაზღვევო კომპანია "ალფა", "ალტა“, "ენ სი სი", "ელიტა ბურჯი", და სხვა.

























