მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის განმავლობაში, თითქმის მილიონ მომხმარებელს ვიდეო თამაშის ნაცვლად ინფიცირება ემუქრებოდა

5d1b00a642e2d
BM.GE
02.07.19 11:00
731
უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში აღმოჩენილი და დაბლოკილი იქნა არალიცენზირებული ვიდეოთამაშების სახით გავრცელებული ვნების მომტანი პროგრამული უზრუნველყოფის ატვირთვის 930 ათასზე მეტი მცდელობა.

ყველაზე მეტი ყალბი ეგზემპლარი მუქარის "შიგთავსით", 310 ათასზე მეტი — ინიღბებოდა როგორც Minecraft. გარდა ამისა თაღლითების წრეში პოპულარობით სარგებლობდნენ GTA 5 და Sims 4. ამ თამაშებს „თავშეფარებულ" თაღლითთა რიცხვი თითქმის თანაბარი იყო: შესაბამისად 112 ათასი და 105 ათასი. ამის შესახებ „კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემებშია საუბარი.

ასევე ვირუსის შემქმნელები ცდილობდნენ მომხმარებელთა დაინტერესებას ჯერ კიდევ გამოუცემელი, მაგრამ დაანონსებული სიახლეებით. ვნებისმომტანი ფაილები ვრცელდებოდნენ მინიმუმ ათეულობით ოფიციალურად ჯერ კიდევ გამოუსვლელი რელიზების სახით, უფრო მეტიც მატი უმეტესობა (80%) „იმალებოდნენ" FIFA 20, Borderlands 3 და Elder Scrolls 6 ნიღბის ქვეშ.

დღეს, კომპიუტერული თამაშებით გატაცებულია მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი და საქართველოც გამონაკლისი არ გახლავთ. ბევრს ურჩევნია არ გამოიყენოს სპეციალიზებული პლატფორმები ლეგიტიმური კონტენტით და ჩამოტვირთონ არალიცენზირებული ვერსიები სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან, რაც ხშირად საფრთხეს შეიცავს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ვირუსების შემქმნელები სარგებლობენ ადამიანების უყურადღებობით. როცა საქმე ეხება გართობას, ისინი არ მოელიან გაცრუებას იმ თამაშიდან, რომლებსაც უკვე მრავალი წელია თამაშობენ.

თქვენს მოწყობილობაზე პოპულარული თამაშის მაგივრად ვნებისმომტან პროგრამას რომ არ გადავეყაროთ, ამისათვის ექსპერტები გვირჩევენ თამაშები ჩამოვტვირთოთ მხოლოდ საიმედო რეპუტაციის მქონე ლეგიტიმური სერვისებისაგან. კარგი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ საიტის ნამდვილობას, უნდა შევამოწმოთ სწორად სწერია თუ არა პორტალის დასხელება, ასევე არის თუ არა დართული მისამართის დასაწყისში https. ჩამოტვირთვის წინ დავრწმუნდეთ, რომ თამაშის დასახელებაში არ არის შეცდომა და რა თქმა უნდა დავაყენოთ საიმედო დამცველი გადაწყვეტილება საშიშროებათა ფართო სპექტრისაგან ყოველმხრივი დაცვისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები