მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის III კვარტალში მისოებმა 35.7 მლნ ლარის მოგება მიიღეს

5be048537e629
BM.GE
05.11.18 20:00
816
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება. წლის III კვარტალში, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანზაციების წმინდა მოგებამ 35.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 14.8 მლნ ლარით ჩამოუვარდება.

II კვარტალთან შედარებით, მისოების მოგება 18 მლნ ლარზე მეტადაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

ამ დროისთვის, საქართველოში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები