იტალიის ეკონომიკა აპრილ-ივნისის პერიოდში 0%-ით გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მხოლოდ 0,3% იყო. BBC-ის ინფორმაციით, იტალიაში ეკონომიკური ზრდის შენელებას ხელს საბანკო სექტორის კრიზისიც უწყობს.
იტალია არ ყოფილა ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომლის ეკონომიკაც წლის მეორე კვარტალში შენელდა. გაერთიანების ნომერ პირველი ეკონომიკის გერმანიის მშპ-ს ზრდის ტემპი პირველ კვარტალთან შედარებით, 0,4%-ით შემცირდა.
იტალიის მთავრობის მიზნობრივი ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 1,2%-ია. ცოტა ხნის წინ კი ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგნოზი 1,0%-მდე გაუუარესა.

























