მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის მთავარი მოვლენა აზერბაიჯანში მომსახურების ცენტრის გახსნა იყო - "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი"

63a945ad88260
BM.GE
26.12.22 00:35
1041
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" 2022 წელს BMGTV-ის გადაცემა „Forbes კვირაში“ აჯამებს. კომპანიის დირექტორი გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ წლევანდელი წლით კმაყოფილია, რადგან კომპანია, ფაქტობრივად, 2-ჯერ გაიზარდა.

"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთისთვის" წლის მთავარი მოვლენა აზერბაიჯანში JCB-ის სტანდარტებით შექმნილი შოურუმის და მომსახურების ცენტრის გახსნა იყო“, - თქვა მან.

საქმე ის არის, რომ "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდ - JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

„მართალია, აზერბაიჯანში 2016 წლიდან ვართ, მაგრამ 2022 წელს იყო დიდი ნაბიჯი წინ. წელს აზერბაიჯანში 1 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ. მომსახურების ცენტრი, რომელიც ბაქოში გავხსენით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ტექნიკის რეალიზება, არამედ შემდგომი მომსახურების მაღალი ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილის მაღალი დონის მიღწევა, რათა სწრაფი ზრდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

„Forbes კვირასთან" ინტერვიუში გიორგი ბერიძემ თქვა, რომ 2023 წლისთვისაც ამბიციური გეგმები აქვთ დასახული.

"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" კავკასიიის რეგიონი მთლიანად დაფარული აქვს. ზრდა გვაქვს როგორც ტექნიკის რაოდენობრივ გაყიდვებში, ასევე ბრუნვაში. მიმდინარე წელს 300 ერთეულამდე ტექნიკა რეალიზდა, რაც კომპანიისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო. მომავალ წელს, მინიმუმ 400 ერთეული ტექნიკის გაყიდვას ვგეგმავთ. არ ვჩერდებით და შემდეგ წელს მინიმუმ 50%-იან ზრდაზე ვიგეგმებით“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები