მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში Bridgestone-ის 40 000 საბურავი გავყიდეთ – „თეგეტა მოტორსი“

64bd149075cc5
BM.GE
23.07.23 21:50
579
საქართველოში Bridgestone-ისა და „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობა 1998 წელს, „თეგეტას“ დაარსებიდან სამი წლის შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ ხელშეკრულებით დაიწყო საქართველოსთვის მსოფლიო მასშტაბის პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა და დღეის მონაცემებით, „თეგეტა მოტორსი“ ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა რეგიონში. Bridgestone კი საბურავების მწარმოებელი გიგანტი. იაპონურ კომპანიასთან თანამშრომლობის ისტორიაზე BMGTV-ის გადაცემა „Forbes კვირას“ ეთერში „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლები, დიმიტრი გოზალიშვილი და ვახტანგ ღულაძე საუბრობენ.

„მსოფლიოში იაპონური პროდუქცია არის ხარისხის სტანდარტი და ეს სტანდარტი Bridgestone-თან და ტოიოტასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ 1998 წელს. გახსოვთ ალბათ, საქართველოში რა დრო იყო, ჯერ კიდევ უამრავი რუსული მანქანა დადიოდა და Bridgestone-თან თანამშრომლობა ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო. 25 წლის განმავლობაში კი Bridgestone-გან შევქმენით საამაყო ბრენდი, რომლის შესახებაც ყველამ იცის“, - ამბობს დიმიტრი გოზალიშვილი, „თეგეტას“ კომერციული იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დირექტორი.

მისივე თქმით, იაპონურ ბრენდებთან თანამშრომლობა „თეგეტას“ კვალიფიკაციის ზრდაშიც დაეხმარა და სწორედ ამან განაპირობა კომპანიის წარმატებაც: „იაპონური ხარისხი მარტო საბურავებში არ აისახა, აისახა ცოდნის გადმოცემაში, კვალიფიკაციის ზრდაში და "თეგეტა" რომ დღეს წარმატებულია, ეს Bridgestone-ის დამსახურებაა“.

როგორც კომპანიის იმპორტების მიმართულების კომერციული დირექტორი ვახტანგ ღულაძე ამბობს, Bridgestone-თან გაფორმებული პირველი შეკვეთა 500 საბურავს არ აღემატებოდა, თუმცა ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე Bridgestone-ის საბურავებს ბაზრის 15-20%-იანი წილი უჭირავს როგორც მსუბუქი, ისე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტისთვის.

„როდესაც თეგეტამ დაიწყო მუშაობა, მაშინ ბაზარზე ძირითადი ბრენდები რუსული, ბელორუსული და უკრაინული იყო და ვისთანაც ვთანამშრომლობდით, დიდ ინტერესს არ იჩენდნენ არც სწავლების, არც ვიზიტის და ბაზრის კვლევის კუთხით. მას შემდეგ, რაც Bridgetone-თან დაიწყო „თეგეტამ“ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეკვეთა ძალიან მცირე იყო, ეს ხალხი წელიწადში 4-5-ჯერ გვსტუმრობს.

ამ ყველაფერმა შედეგები გამოიღო, წლის პირველ ნახევარში უკვე არის გაყიდული 40 ათასი საბურავი და წლის მეორე ნახევარში 2-ჯერ უფრო მეტი გაყიდვა გვაქვს ხოლმე. ჩვენი გათვლებით წელს 100 ათასს გადავაჭარბებთ გაყიდვაში, რაც ადგილობრივი ბაზრის თითქმის 20% იქნება“, - ამბობს ვახტანგ ღულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები