მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის პირველ ნახევარში საქართველოდან საზღვარგარეთ $96,3 მილიონი გადაირიცხა

597ef9eeec91f
BM.GE
31.07.17 13:34
1198
2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების ჩარიცხვამ ჯამში $629 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. PMCG-ის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან გადარიცხვებმა ჯამში $96.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციის მიმართულებით განხორციელდა და $41.2 მილიონი შეადგინა. საქართველოდან ფულადი გზავნილების სიდიდით შემდეგი ხუთი ქვეყანა გამოირჩევა: რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღსანიშნავია, რომ სამი ქვეყანა (რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი და უკრაინა) გვხვდება როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების უმსხვილესი ხუთი ქვეყნის სიაში.

2017 წლის პირველ ნახევარში უმსხვილესი ექვსი ქვეყნის (რუსეთის ფედერაცია, აშშ, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი და თურქეთი) წილი მთლიან ფულად გზავნილებში ჯამში 81%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები