მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 211.5 მლნ. ლარი შეადგინა

57ca8e2d706ce
BM.GE
03.09.16 12:45
1200
2016 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გაზრდილია (3.4%; 128.8 მლნ. ლარი) და 2016 წლისათვის დაგეგმილი შემოსავლების (8.5 მლრდ.ლარი) 46.2% - ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, 6 თვის გეგმით, 100.5% - ით არის შესრულებული. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შესრულებულია 100.8% - ით, გრანტები - 92.4% - ით და სხვა შემოსავლები 99.4% - ით.

2016 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილია (7.4%; 277 მლნ. ლარი) და 2016 წლისათვის დაგეგმილი ხარჯების (8.5 მლრდ.ლარი) 47% - ს შეადგენს. აღნიშნული მიუთითებს, რომ 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯების უფრო მეტად დაბალანსებულ ხარჯვას უნდა ველოდეთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, 6 თვის გეგმით, 95.8% - ით არის შესრულებული. მათ შორის, შრომის ანაზღაურება შესრულებულია 97.9% - ით, საქონელი და მომსახურება - 91.7% - ით, პროცენტი - 95.8% - ით, სუბსიდიები - 94.6% - ით, გრანტები - 95.2% - ით, სოციალური უზრუნველყოფა - 99.9% - ით და სხვა ხარჯები - 87.7% - ით.

2016 წლის პირველ ნახევარში გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები (4.6%; 163.5 მლნ. ლარი). აღნიშნული ზრდა მეტწილად უკავშირდება სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადებიდან (30-ჯერ; 315.6 მლნ. ლარი)* და აქციზის გადასახადიდან შემოსავლების ზრდას (31.8%; 118.9 მლნ. ლარი). საყურადღებოა, რომ შემოსავლები შემცირებულია დღგ-დან (-11.2%; -186.6 მლნ.ლარი), საშემოსავლო გადასახადიდან (-2.7%; -24.7 მლნ. ლარი), მოგების (-10.0%; -56.8 მლნ. ლარი) და იმპორტის გადასახადიდან (-8.4%; -3.0 მლნ. ლარი).

2016 წლის პირველ ნახევარში, შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადიდან მხოლოდ თებერვლის თვეში აღემატება (3.3%; 8.3 მლნ. ლარი) 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს, დანარჩენ თვეებში ფიქსირდება მნიშვნელოვანი შემცირება: იანვარში - 25.1% - ით, მარტში - 17.2%, აპრილში - 4.5% - ით, მაისში - 6.1% და ივნისში - 13.1%.

2016 წლის პირველ ნახევარში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემდეგ კატეგორიებზე: სოციალური უზრუნველყოფა (12.1%; 161.8 მლნ. ლარი), შრომის ანაზღაურება (6.0%; 40.2 მლნ. ლარი), სხვა ხარჯები (8.6%; 43 მლნ. ლარი), საქონელი და მომსახურება (22.5%; 93 მლნ. ლარი), პროცენტი (25.1%; 39.3 მლნ. ლარი) და სუბსიდიები (33.5%; 36.9 მლნ. ლარი), თუმცა შემცირებულია ხარჯები გრანტებზე (-25.1%; -137.2 მლნ. ლარი).

2016 წლის პირველ ნახევარში, სოციალური ხარჯების მოცულობა ყოველ თვე აღემატება, 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ივნისის თვეში (21.5%; 46.4 მლნ. ლარი). აღნიშნული გამოწვეულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდით (23.4%; 62.5 მლნ. ლარი).

2016 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 211.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად (194.1 მლნ. ლარით) აღემატება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს (17.4 მლნ. ლარი), თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება (268.1 მლნ. ლარი) 2016 წლის 6 თვის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს (479.6 მლნ. ლარი). ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა მეტწილად აიხსნება იმით, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (შემოსავლები - ხარჯები) უარყოფითი გახდა (-61.4 მლნ. ლარი), მაშინ როცა 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო (86.8 მლნ. ლარი).

PMCG

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები