2019 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი მომხმარებელი “ბილაინში” გადაპორტირდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში მობილური ოპერატორების ყველაზე მეტმა მომხმარებელმა სწორედ “ვიონი საქართველო” აირჩია, როცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “ბილაინში” პორტირებულთა რიცხვი თითქმის ყოველთვის ჩამორჩებოდა “მაგთისა” და “ჯეოსელში” გადაპორტირებულთა რაოდენობას.
2019 წლის პირველ ნახევარში სულ 22 024-მა მომხმარებელმა შეიცვალა ქსელი, აქედან უმრავლესობამ - 8 481-მა “ბილაინი” აირჩია, 7 138-მა “ჯეოსელი”, 6 404-მა კი “მაგთიკომი”.
ზოგადად, წლიდან წლამდე მცირდება პორტირებების რაოდენობაც. მაგალითად, 2018 წლის პირველ ნახევარში პორტირება სულ 26 593-მა მომხმარებელმა განახორციელა.