საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა სახელმწიფოს ხარჯზე გადამზადების პროგრამების ამოქმედებას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვთვლით, რომ აქტიურად უნდა განვახორციელოთ გადამზადების პროგრამები, რადგან ჩვენი მუშახელისთვის კვალიფიკაცია არის დიდი გამოწვევა. ჩვენ მარტო მეწარმეობის სექტორში ვაპირებთ წელიწადში 14,000-მდე ადამიანის გადამზადებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

























