Bloomberg-ის ინფორმაციით, ფილმის Wolf of Wall Street პროდიუსერს $60 მილიონის ჯარიმა დაეკისრა. სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ კომპანია Red Granite Pictures-ს დააკისრა Wolf of Wall Street – ის გარდა მოიცავს ფილმებს “Daddy’s Home” და “Dumb and Dumber To.” მთავარი ბრალდებად Bloomberg ფინანსური სახსრების მალაიზიის საინვესტიციო ფონდიდან უკანონოდ მითვისებას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ Wolf of Wall Street-ის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარი იყო, მისმა შემოსავალმა კი 390 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

























