მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wolt 2025 — წლის ყველაზე გემრიელი, უცნაური და სახალისო მომენტები

  Wolt 2025
22.12.25 08:02
1697

ახალი წელი ახლოვდება და ვიდრე ყველა, ტრადიციულად, მიმდინარე საქმეების დასრულებასა და 31 დეკემბრის სუფრის გაწყობაზე ფიქრობს, გადავწყვიტეთ, 2025 წელი იმ პლატფორმასთან ერთად შეგვეჯამებინა, რომელსაც ყველაზე ხშირად მივმართავთ - ვიძახებთ, ვეკონტაქტებით, ხანდახან ვეჩხუბებით და ხშირად მადლობას ვუხდით...დიახ, Wolt-ზე ვსაუბრობთ.

რა შევუკვეთეთ? რამდენი შევუკვეთეთ? რამდენი მანძილი დავფარეთ? ვინ იყო წლის ყველაზე უცნაური ან თავაზიანი მომხმარებელი?

ძალიან მოკლედ: 2025 წელი უჩვეულო, გემრიელი და ადამიანური ისტორიებით სავსე გამოდგა.

ყველაზე თავაზიანი მომხმარებელიადამიანი, რომელმაც 137-ჯერ დაწერადიდი მადლობა!“

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ონლაინ-პლატფორმებზე პოზიტივი იშვიათია, ცდება!
Wolt-
ის 2025 წლის ყველაზე თავაზიანმა მომხმარებელმა 137-ჯერ დატოვა გულთბილი კომენტარი,
ერთხელ კი კურიერს მისწერა: ლიფტი არ მუშაობს და არ ამოხვიდე, მე ჩამოვალ. მადლობა თქვენ!“

Wolt-ის გუნდი ამბობს, რომ ამ მომხმარებლის კომენტარები სამუშაო დღეს არა მხოლოდ კურიერებს, არამედ ვოლტის ოფისის თანამშრომლებსაც უხალისებს.

წლის ყველაზემოგზაურიკურიერიგაიარა მანძილი, რომელიც ეკვატორის 4 ხაზს უდრის

ერთ-ერთი კურიერის მიერ დაფარული წლიური მანძილი იმდენად შთამბეჭდავია, რომ GPS-მაც კიწუწუნიდაიწყო.

2025-ში მან 177 ათასი კილომეტრი გაიარა. ეს დაახლოებით იგივე მანძილია, დედამიწისთვის რომ 4-ჯერ დაერტყა წრე.

ყველაზე ხშირად გამოძახებული კერძები:

შაურმა;

ჩიზბურგერი და კარტოფილი ფრი;

ხინკალი;

წლების განმავლობაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ხალხი არ ღალატობს ერთ რამეს - საყვარელ კერძებს.

წლის ყველაზე უცნაური კომბინაცია — „სუში, ხაჭაპური და შავი პური

Wolt-ის გუნდმაწლის ყველაზე უცნაური კომბინაციაგამოავლინა:
2025-
ში ყველაზე უცნაური შეკვეთა იყო კომბინაცია:

  • 3 პორცია სუში
  • 2 იმერული ხაჭაპური
  • 4 ცალი პური

კურიერი იხსენებს: მთელი გზა ვფიქრობდი, ნეტავ ვინ გვიკვეთავს, ან როგორ უნდა მიირთვას ეს 3 პროდუქტი ერთად?!“

წლის Deliver Lover კომპანია“ - 400-ზე მეტი სენდვიჩი და 600-ზე მეტი ამერიკანო და კაპუჩინო

თუ რომელიმე სფერო უჭერს მხარს ელექტრონულ კომერციას და დელივერი სექტორს, ეს ნამდვილად არის საოფისე საქმიანობა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ოფისში მომუშავე და მოშიებული ადამიანებს სიყვარული ყავის მიმართ:

ერთმა კომპანიამ 12 თვეში 400-ზე მეტი სენდვიჩი და 600-ზე მეტი ამერიკანო და კაპუჩინო გამოიძახა.

ამ კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი ამბობს: „ახალ წელს Wolt-ის კურიერებს უფრო მეტი მადლობა ეკუთვნით ჩვენგან, ვიდრე, მაგალითად ჩვენს HR-!“

Wolt-ის ამანათის გაგზავნის სერვისის ყველაზე ლამაზი შეკვეთა:

ამანათის გაგზავნის სერვისი, რომელიც ვოლტს წელს დაემატა, მალევე იქცა მომხმარებლის საყვარელ მომსახურებად.

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ წელს ყველა ლამაზი ამანათი შეყვარებულისთვის გაგზავნილი 25 ფერადი, ჰელიუმის ბუშტი გახდა.

ნახევარი ქალაქი გადავკვეთე 25 უზარმაზარი ფერადი ბუშტით და თავს კინოვარსკვლავად ვგრძნობდი, გზაში იმდენი ადამიანი მიღებდა ფოტოს“, - გვიყვება კურიერი.

Wolt მარკეტის ყველაზე კომიკური მოთხოვნა

წლევანდელი მონაცემებით, ყველაზე მოულოდნელიტოპ პროდუქტიიყო:

  • ტუალეტის ქაღალდი - 5 ათას შეკვრაზე მეტი

დეკემბერის ბოლოს ყველაზე გაყიდვადი ტოპ-3 პროდუქტი იყო:

  1. შამპანური
  2. გოზინაყი
  3. ჩურჩხელა

Wolt+ – მომხმარებლების ხარჯების ეკონომიის ჩემპიონი

2025-ში Wolt+-ის მომხმარებელმა საშუალოდ 460 ლარი დაზოგა.

ერთმა მომხმარებელმა კი იმდენი დაზოგა, რომ Wolt-მა ხუმრობით უთხრა: „ბოლოს და ბოლოს ბათუმში დასვენებას ხომ დაგიფინანსებთ?“

წლის ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია

ეს ცალსახად ერთ-ერთი ოჯახის ისტორიაა - ბავშვი მანამდე არ იძინებდა, ვიდრე კურიერმა შუაღამისას მისი საყვარელი დესერტი არ მიუტანა.

მშობელმა კი მოგვწერა: გადავრჩით. ბავშვიც ბედნიერია და ჩვენც. კიდევ კარგი, რომ არსებობთ.“

შეჯამება — 2025 წელი გემოს, სითბოს და საოცარი ადამიანური მომენტების წელი იყო

Wolt-მა წელს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიტანის სერვისი მხოლოდ ფუნთუშების გამოძახება არ არის. ეს არის ურთიერთობების, ადამიანებს შორის კავშირის, შრომისმოყვარე კურიერების, უცნაური შეკვეთების, შენიშვნების, შექების და მადლიერების ყოველდღიური ისტორიები.

შევხვდებით 2026-შიიმედია, ნაკლები ხაჭაპურიანი სუშით, მაგრამ ბევრი ღიმილით და სიხარულით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები