Wolt Drive საქართველოში ერთ წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და მას მიტანის სერვისისისთვის, უკვე 100-მდე კომპანია იყენებს და ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია.
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტსა თუ პლატფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რომელსაც მიწოდების საჭიროება აქვს, შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე ინტეგრაციის გარეშე - Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ის ვებ პორტალის მეშვეობით სწრაფი მიტანის სერვისი თავის მომხმარებელს შეუძლიათ შესთავაზონ მცირე მეწარმეებმაც კი, რომელთაც არ აქვთ თავისი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუკის მაღაზიების საშუალებით ახორციელებენ.
საქართველოში Wolt Drive-ს იყენებენ დიდი და მცირე სავაჭრო ობიექტები, მათ შორის აფთიაქები, რესტორნები, ტექნიკის, ტანსაცმლის, ალკოჰოლის, ყვავილების და სხვა მაღაზიები, ასევე, ონლაინ მაღაზიები და აპლიკაციები. Wolt Drive-ის მომხმარებელთა შორის არიან MyGPC, ავერსი, PSP, ალკორიუმი, 8000 მოსავალი, Phubber, Dressup Group, Zoomer და მრავალი სხვა.
როგორ მუშაობს Wolt Drive-ის პროდუქტი?
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს ან ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე - Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს, და მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს დამატებით შესაძლებლობა აქვს:
თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში, სპეციალური ბმულის საშუალებით, რომლის გამოყენებისთვის არ არის საჭირო არც ვოლტის და არც რაიმე სხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა;- გამოიყენოს ვოლტის უმაღლესი კლასის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.
Wolt Drive-ის WEB პორტალი - ძალიან მარტივად გამოყენებადი, მობილურებისთვის ადაპტირებული ვებგვერდი. - Wolt Drive-ის მომსახურება არ უკავშირდება არანაირ ჩართვისა თუ სააბონენტო გადასახადს და სხვა ფარულ ხარჯებს - სავაჭრო ობიექტი იხდის მხოლოდ შესრულებული შეკვეთების შესაბამისად თვეში ერთხელ.
- ექსპერ მიწოდება და მიწოდება შემდეგი დღის განმავლობაში;
- ნაღდი ანგარიშსწორება უშუალოდ გზავნილის ჩაბარების ადგილას;
- Proof of delivery - დაზღვევა (SMS-ის საშუალებით საბოლოო მომხმარებლის ვერიფიკაცია, საჭიროება მაგ. ძვირადღირებული პროდუქტის ჩაბარებისას)
რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტს საშუალება აქვს ნახოს ყველა შესრულებული შეკვეთა, მიმდინარე შეკვეთების სტატუსი, მართოს ინვოისები და ა.შ. რაც მთავარია, მიტანის სერვისი შექმნა წამებშია შესაძლებელი და სავაჭრო ობიექტს მისი გამოყენების დაწყება მყისიერად შეუძლია.
Wolt Drive ბიზნესებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებზე, ხოლო ლოჯისტიკურ საკითხებზე სრულად Wolt-ის გუნდი ზრუნავს 24/7-ზე.