მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt: მნიშვნელოვანია, გამოძახების სერვისი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს

6017d9c64253f
ლიკა გურაბანიძე
01.02.21 19:48
721
“კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძახების სერვისი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოში Wolt-ის გენერალურმა მენეჯერმა ნატალია ხიზანიშვილმა განაცხადა. როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, მომხმარებლების გარდა, მათთვის პარტნიორი კომპანიების, მათ შორის რესტორნების, ანაზღაურებაც მნიშვნელოვანია.

“ჩვენი კომპანიის მიდგომაა, რომ პარტნიორ კომპანიებს შესაბამისი საკომისიო, ხოლო კურიერებს ღირსებული ანაზღაურება ჰქონდეს. საკომისიო და მიტანის მომსახურების ღირებულებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს. მიტანა-მიწოდების ინდუსტრია საკმაოდ სენსიტიურია", - განმარტა ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. "დელივიერი ბიზნესი" ქვეყანაში აქტიურად იზრდება, ასევე, მზარდია მომხმარებლის რაოდენობა, რის შედეგადაც ჩნდება კონკურენცია, თუმცა ამის არ ეშინიათ.

"კონკურენცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ბაზარზე ახალი კომპანიები ჩნდებიან. მიტანის მომსახურების ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზეა და ჩვენი კომპანია საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. შესაბამისად, კონკურენციის არ გვეშინია. 2021 წელს მოლოდინი გვაქვს, რომ ბიზნესი ცხოვრების სტანდარტულ რეჟიმს დაუბრუნდება. პარტნიორმა რესტორნებმა ჩვენთან ერთად ამ პერიოდის გადავლა უნდა შეძლონ. 2021 წელს მომხმარებლები ისევ აქტიურები დარჩებიან", - თქვა ხიზანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები