30–31 ოქტომბერს თბილისში ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია DGFI 2026 გაიმართა, რომელმაც უკვე მეხუთედ გააერთიანა ფინანსური და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ინვესტორები და მარეგულირებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემები ციფრული გადახდები, საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია, ციფრული აქტივები, სტეიბლკოინები და ფინანსური ტექნოლოგიების მომავალი იყო. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Wolt გახლდათ, რომლის საქმიანობაც ელექტრონული კომერციისა და ციფრული გადახდების განვითარებას მჭიდროდ უკავშირდება. რა შესაძლებლობებს ქმნის ციფრული ფინანსების განვითარება საქართველოსთვის და როგორ იცვლება ტექნოლოგიური კომპანიების როლი ფინანსურ ეკოსისტემაში?
სტუმრები: ირაკლი ბაიაძე - "ვოლტის" რეგიონალური ფინანსური მენეჯერი სამხრეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში;
ნინო ლორთქიფანიძე - DGFI -ის უფროსი სტრატეგი






























