მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wondernet Express ინვესტიციას ანაკლიის პორტშიც განახორციელებს

5ab4e67d6879f
თამუნა დემეტრაშვილი
23.03.18 15:34
3432
Wondernet Express-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პრეზენტაციაზე დაადასტურა, რომ გარდა ბათუმისა როგორც მის კომპანიას, ისე მინერალური სასუქების უმსხვილეს მოვაჭრე კომპანია Trammo-საც ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართაც აქვთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში. მანამდე, ვიდრე ანაკლიის პორტი მეტნაკლებად დასრულებულ სახეს არ მიიღებს, როგორც კომპანიებში აცხადებენ ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმი პორტში მშენებლობით და პოზიციონირებით შემოიფარგლებიან.

ბათუმის პორტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი პროგნოზებით მინერალური სასუქების მოხმარება მსოფლიოში 2020 წლისთვის 186 მილიონი ტონიდან 200 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ცენტრალურ აზიაში ამჟამად 9 მილიონი ტონა მინერალური სასუქის გადამუშავება ხდება და აქაც ზრდის მაღალი პოტენციალია. დანიარ მუჰამედ-რაჰიმის განმარტებით, მოცემული სატრანზიტო დერეფანი საშუალებას იძლევა იმისას, რომ ცენტრალური აზიის ზემოთხსენებული ტვირთი მინერალური სასუქების თავლსაზრისით, სრულად შავი ზღვის გავლით გადიოდეს სხვადასხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები