მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wondernet Express Investment Group-სა და სასუქების უზბეკურ მწარმოებელს შორის შეთანხმება გაფორმდა

62d65621cedd8
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.22 10:56
966
აღმოსავლეთიდან დასავლეთით მინერალური სასუქების ტრანსპორტირების მომსახურების კომპანია Wondernet Express Investment Group-სა და უზბეკეთის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Uzkimyosanoat-ის წარმომადგენელ კომპანია Uzkimyoimpeks-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Wondernet Express Investment Group-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Uzkimyosanoat უზბეკეთის ქიმიურ საწარმოებს აერთიანებს და წელიწადში 3 მილიონ ტონა მინერალურ სასუქს აწარმოებს.

Uzkimyoimpeks ახდენს Uzkimyosanoat-ის მიერ წარმოებული მინერალური სასუქებისა და სხვა ქიმიური შენაერთების ექსპორტს.

„აღნიშნული მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიები შეთანხმდნენ პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც Uzkimyoimpeks გამოიყენებს Wondernet Express Investment Group-ის ლოგისტიკურ დერეფანს, მინერალური სასუქების ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და სხვა მიმართულებებით გადაზიდვისთვის“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ უფრო მეტს მოგიყვებით დღეს, BMG-ის გადაცემა "საქმის კურსში" 17:45 საათზე. ჩვენს კითხვებს Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი უპასუხებს.