მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„Wondernet Express Investment Group“-სა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

6346ea41be33e
BM.GE
12.10.22 21:00
534
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელ კომპანია „Wondernet Express Investment Group“-სა და ა(ა)იპ „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი „Wondernet Express Investment Group”-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოაწერეს.

მხარეების მიზანია აჭარის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა და სკოლის მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და სასკოლო სპორტის განვითარება, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერებაში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, დამკვიდრება და განვითარება, ისეთი ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში Wondernet Express Investment Group-ი პირველ შენატანს 50 000 ლარის ოდენობით განახორციელებს, რაც ფონდს დაეხმარება აჭარაში სასკოლო ლიგა ჩამოაყალიბოს და შექმნას, ასევე ბათუმში განახორციელოს პროექტი - „ჩვენი უბნის სტარტები“ და სხვა სპორტული აქტივობები.

ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები