მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“World Class Georgia-ში მომსახურებაზე ფასები გავზარდეთ” - ფიტნეს ცენტრის გაყიდვების დირექტორი

626a93930ef21
მარიამ ადამია
01.05.22 21:15
2703
ფიტნეს ცენტრ World Class Georgia-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თქმით, კომპანიამ მომსახურება გააძვირა. ნინი ხუროძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სპორტდარბაზის სერვისების გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გაზრდილი ხარჯების პირობებში, კომპანიას სხვა გზა არ ჰქონდა.

“რეგულაციების დაცვისა და პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, World Class Georgia-ში, მომსახურებაზე ფასები გავზარდეთ. 
“პანდემიის პერიოდში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დახურულები ვიყავით, რაც კომპანიას მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვა. მისი დაძლევა ახლაც გვიჭირს, ამიტომ გავზარდეთ ღირებულება. თუმცა ეს კლუბის მომხმარებელთა რაოდენობაზე, საბედნიეროდ, არ ასახულა”, - ამბობს ნინი ხუროძე.

გამოწვევების მიუხედავად ფიტნეს ცენტრი განვითარებას განაგრძობს და მიმდინარე წელს დედაქალაქში World Class Georgia-ს მეორე ფილიალის გახსნა იგეგმება. 

“World Class - საერთაშორისო ქსელური კომპანიაა და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დარბაზი გვაქვს. გაფართოვებას დიდი ხანია ვგეგმავთ, თუმცა მთელი რიგი პრობლემების გამო, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. დღეისთვის მდგომარეობა შეადარებით სტაბილურია და გვაქვს საშუალება, რიგით მეორე დარბაზზე ვიმუშაოთ, რომელიც 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება”, - აღნიშნა World Class Georgia-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა.

ცნობისთვის, World Class Georgia-ის კლუბის მომხმარებელთა 30-35% უცხოელები არიან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. დანარჩენი კი, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთა რაოდენობასაც, ბოლო პერიოდში რუსი და ბელორული მომხმარებლები დაემატა. რაც შეეხება უკრაინელებს, World Class Georgia-ს მათთვის სპეციალური პაკეტი აქვს შემუშავებული და მათ კომპანიაში აქტიურად ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები