ბიზნესის წარმატების ისტორიების მიღმა თითქმის ყოველთვის დგას პროცესი, რომელზეც საჯაროდ იშვიათად საუბრობენ — ჩავარდნილი პროექტები, არასწორი გადაწყვეტილებები, მიღებული უარები და მიმართულების რადიკალური ცვლილება. სწორედ ამ გამოცდილებების ირგვლივ გაერთიანდება 20 სექტემბერს, „ტერმინალ აბაშიძეში“ Wrecked Summit-ი — ახალი ფორმატის ღონისძიება, რომლის მთავარი გზავნილია: „წარმატება ისტორიის მხოლოდ ნახევარია“. სხვადასხვა ინდუსტრიის 15-ზე მეტი სპიკერი, ბიზნესის, ტექნოლოგიების თუ კრეატიული სექტორის ლიდერები ღიად ისაუბრებენ იმ რთულ გზასა და შეცდომებზე, რომლებმაც საბოლოოდ მათი პროფესიული განვითარება განაპირობა. რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ წარუმატებლობაზე ღიად საუბარს ბიზნეს-ეკოსისტემის ჯანსაღი განვითარებისთვის და რას შესთავაზებს Wrecked Summit-ი აუდიტორიას?
სტუმრები: ქეთანა სტურუა - Wrecked Summit-ის თანადამფუძნებელი; სალომე კუთარაშვილი - Wrecked Summit-ის თანადამფუძნებელი






























