ბელარუსი აღმოსავლეთ ევროპის სილიკონ ველად ყალიბდება, - ამ სათაურით სტატიას Wall Street Journal აქვეყნებს. გამოცემა ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბელარუსში მოსახლეობა განათლებული, ხოლო შრომითი ხარჯები კი შედარებით დაბალია. სტატიის ავტორს კონკრეტული ციფრებიც მოყავს - გასულ წელს ქვეყნის მთავარი IT ჰაბიდან ექსორტმა 705 მილიონი დოლარი შეადგინა.
WSJ აქცენტს ქვეყნის Hi-Tech პარკზეც აკეთებს, სადაც სხვადასხვა სტარტაპერებს ქვეყანა ინფრასტრუქტურულ ბაზას სთავაზობს. ტექნო პარკის მთავარ წარმატებად გამოცემა Game Stream-ს ასახელებს. World of Tanks – 2010 წელს შეიქმნა და აღნიშნულ ვიდეო-თამაშს ოქტომბრის მონაცემებით, 12 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
ქვეყნის ტექნოპარკი დღეს 160-ზე მეტ კომპანიას და 25 000 დასაქმებულს აერთიანებს. მათგან 41% ბელარუსელი ინვესტორების მიერაა შექმნილი, ხოლო 35% კი უცხოელი ინვესტორებისგან, დანარჩენი 24% კი საერთო ინვესტიციებზე მოდის.
"ბელარუს კომპანიებს რუსულთან შედარებით უპირატესობა აქვთ: მათ საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე გააქვთ. განსხვავებით მათი რუსი კოლეგებისგან ბელარუსი დეველოპერები კარგად ფლობენ ინგლისურ ენას", - ვკითხულობთ სტატიაში.

























