The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი უორენ ბაფეტი, ბოლო სამი წელია, მსხვილი აქტივების შეძენას ვეღარ ახერხებს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ფონდებს შორის უპრეცენდენტო კონკურენციაა.
„ისინი ეძებენ აქტივებს სწრაფი შესყიდვებისთვის, ხშირად ძვირსაც იხდიან იმასთან შედარებით, ვიდრე ბაფეტი მათში გადაიხდის“, - წერს The Wall Street Journal.
უორენ ბაფეტის ბოლო შენაძენი კომპანია Precision Castparts Corp. იყო. ეს კომპანია Airbus-ის, Boeing-ის, General Electric-ის და Rolls-Royce-ისთვის აწარმოებს კომპლექტებს, ასევე აღჭურვილობას ელექტროსადგურებისთვის და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიებისათვის. ეს შეთანხმება ყველა შესაბამისი დეტალით 2016 წელს გაფორმდა.
ბაფეტმა ამ დღეებში ინვესტორებს ყოველწლიური წერილები უნდა გაუგზავნოს, რომლებიც როგორც WSJ წერს, ელოდებიან მცირედ მინიშნებას მაინც კომპანია Berkshire -სგან იმის თაობაზე, გეგმავს თუ არა უორენ ბაფეტი ფულის დახარჯვას.
გამოცემა წერს, რომ ასეთი შემთხვევა ადრეც მომხდარა, როდესაც უორენ ბაფეტი შენაძენებზე უარს დიდი ხნის განმავლოვაში ამბობდა და მისი გადაწყვეტილება მალევე გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ბაზრებმა ვარდნა დაიწყეს.

























