მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ: ვინ როდის მიიღებს თავის წილ დოზა ვაქცინას?

60490743d6457
მარიამ ადამია
10.03.21 23:40
976
ჯანდაცვის მსოფლიო ორაგნიზაციის და ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ COVAX-პლატფორმას ამ დროისთვის მილიარდ 650 მილიონი ევროს დაფინანსება აქვს მიღებული, ხოლო ყველაზე დიდი დონორები დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობები არიან. ევროკავშირმა 96 მილიონი ევროს დონაცია განახორციელა. ჯამში კი სულ 22 დონორია. სტატიას ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

2021 წლის ბოლომდე, COVAX-ი მიზნად ისახავს Covid-19 ვაქცინების მსოფლიოს 92 ღარიბი ქვეყნისთვის უფასოდ მიწოდებას. ასევე ვაქცინა უნდა მიაწოდონ 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის კანადას და ასევე ისეთ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა და მექსიკა, რომლებმაც თანხა უკვე გადაიხადეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებსა და კომპანიებს შორის გარიგებები COVAX-ის დაპირებას საფრთხის ქვეშ აყენებს. მინიმუმ 56 გარიგებას უკვე მოეწერა ხელი, რაც ქვეყნებს შორის კონკურენციასა და ვაქცინის ფასებს ზრდის და ესეც დამატებით პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი გადანაწილების კუთხით.

თავის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, რომ დასახული მიზანი შეასრულონ და ზაფხულამდე მოსახლეობის 70% აცრან.

COVAX-ის განცხადებით, მიმდინარე წელს 2 მილიარდ 270 მილიონ დოზა დასარიგებელ ვაქცინაზეა საუბარი.

მდიდარმა ქვეყნებმა კი უკვე რამდენჯერმე შეიძინეს ვაქცინის დოზები, რომლითაც თავიანთი მოსახლეობა აიცრება სრულად და დარჩენილ დოზებს სხვა ქვეყნებს გაუნაწილებენ, თუმცა როდის დაიწყება საჩუქარი-ზედმეტი დოზა ვაქცინების განაწილება, ჯერ უცნობია.

COVAX-მა  მიწოდების პირველირაუნდი 24 თებერვალს დაასრულა. უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო თავისი წილი დოზა. თუმცა, ფაქტია, რომ წლის პირველ ნახევარში მარაგები შეზღუდული რაოდენობითაა. ცნობილია, რომ COVAX-ი მაისის ბოლოსთვის ელოდება 237 მილიონ დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას.

რამდენად დაეხმარება COVAX-პლატფორმა და გაწეული ძალისხმევა მსოფლიოში ჯანმრთელობის კრიზისის დაძლევას და კორონავირუსული პანდემიის დასრულებას. COVAX-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მწვავე ფაზის დასრულებაში ნამდვილად დაეხმარება, თუმცა ამასაც დრო უნდა, რადგან არსებული მარაგი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარ ქვეყნებში იმუნიტეტის გაძლიერებას. ამიტომ ვირუსი სავარაუდოდ განაგრძობს ცირკულაციას იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები, საბოლოო ჯამში, თუ როდის მიიღებენ ქვეყნები საჭირო ვაქცინებს, ეს მაინც თავად მთავრობებზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები