მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ: ვის ეკუთვნის დუბაის აეროპორტში განთავსებული რუსული კერძო თვითმფრინავები?

625460b43850f
მარიამ ადამია
12.04.22 00:47
4467

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, ათობით კერძო თვითმფრინავია გაჩერებული, რომლებიც რუს მილიარდერებს ეკუთვნის. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მდიდარი რუსი ბიზნესმენებისთვის საკუთარი სიმდიდრის გადასარჩენად ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა გახდა, რადგან ის  სანქციებს არ შეუერთდა და თან, რუსეთს არც შეზღუდვები დაუწესა. 

შესაბამისად, დუბაის ავიაპარკინგზე, რომან აბრამოვიჩის Boeing 787 Dreamliner-ია შემჩნეული. WSJ წერს, რომ თვითმფრინავი ბიზნესმენმა 2021 წელს, 250 მილიონი დოლარად შეიძინა და დამატებით 100 მილიონი დაახარჯა, ამიტომაც ის ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო რუსულ თვითმფრინავად ითვლება. 

დუბაიშია ასევე გაჩერებული - თვითმფრინავი Gulfstream G650ER, რომელიც შესაძლოა, “მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქტორ რაშნიკოვი სარგებლობდეს. გარდა ამისა, ავიაპარკინგზეა Embraer S/A, რომელიც WSJ-ის თანახმად,  მილიარდერ მიხაილ გუცერიევს ეკუთვნის და Bombardier BD700 Global Express-ი, რომელიც სავარაუდოდ, მილიარდერის, არკადი როტენბერგისაა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დუბაის აეროპორტში პარკირების ღირებულება დღეში დაახლოებით 1000 დოლარია. საერთო ჯამში კი, მიმდინარე თვის დასაწყისში, ტერიტორიაზე ექსპერტები 30 რუსულ თვითმფრინავს ითვლიან. საინტერესო ის არის, რომ ანალიტიკურმა კომპანია WINGS-მა, რუსული კერძო თვითმფრინავები, სტამბოლისა და თბილისის აეროპორტებშიც დააფიქსირეს. 

გამოცემა WSJ, რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით, დუბაის აეროპორტისა და ემირატების პრესსამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებიც კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, თუმცა ვიცით, რომ აღნიშნულ თვითმფრინავებს გაფრენა ნამდვილად გაუჭირდებათ, რადგან დასავლეთის ქვეყნების სანქციები რუსებთან დაკავშირებული თვითმფრინავების მომსახურებას: მათ შენარჩუნებას, შეკეთებას და დაზღვევას კრძალავს, ხოლო იურიდიულად სათანადო  მოვლის გარეშე მათ რეისის შესრულება არ შეუძლიათ.  

ინფორმაციისთვის, რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების უმეტესობა, მათ შორის ალექსეი მორდაშოვი, გენადი ტიმჩენკო და მიხაილ ფრიდმანი, ასევე მოადგილეები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და ძალაუფლების მქონე პირები, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოექცნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები