მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTM London 2024-ზე 21 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი - GNTA

WTM London
07.11.24 16:13
1296

WTM London 2024-ზე 21 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ გამოფენაზე, მათ შორის, WTM-ზეც, რომელიც ლონდონში იმართება. ეს გამოფენა გვაძლევს ძალიან დიდ პერსპექტივას, არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაგვიცნოს და გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება“,-განაცხადა კომპანია Visit Georgia-ს წარმომადგენელმა ანა მაცაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები