სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოქუაშვილის ბრიტანელმა იურისტებს სახელმწიფოსთან ულტიმატუმის ენით სურდათ საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესმენის ადვოკატებმა მთავრობას 24-საათიანი ვადა მისცეს, რათა მორიგების მიზნით დაწყებულიყო მოლაპარაკაბები. მთავრობამ ამ წინადადების მიღებაზე უარი განაცხადა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფოს მიმართ ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.
მხარეებს შორის დავა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომლითაც ბიუჯეტის წინაშე არსებული 54-მილიონიანი დავალიანების ამოღება თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ოჯთ"-ის იძულების წესით რეალიზაციით იგეგმებოდა.
"საქართველოს მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ აპირებს საგანგებო არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვას ან მის რეალიზაციის აკრძალვას.
საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური.
საგანგებო არბიტრმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სახეზეა დროებითი ზომების მიღების აუცილებლობა. თუმცა, გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია - შპს “ოჯთ”-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, ვინაიდან, 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა.
საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა მომართა იუსტიციის სამინისტროს და ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მან მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროცესის ესკალაცია, დავის გაგრძელება და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა დააანონსა.
იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით,"- წერია განცხადებაში.
"ომეგა ჯგუფის" განცხადებით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს, ბაჟის და იურიდიული მომსახურების თანხის გადახდაც დააკისრა, რაც 700 000 - 800 000 ლარამდეა.