დღეს, უკრაინელი ხალხის დახმარება, ალბათ ყველა ჩვენგანისთვის ყველაზე მთავარ მიზანს წარმოადგენს. უკრაინელები დღეს ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, მათ უწევთ გაუმკლავდნენ მოულოდნელ გარემოებებს და შესაბამისად ითხოვენ დახმარებას სხვადასხვა გზებით.
საქართველოში ბევრმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი დახმარებაზე, ასევე რიგითი მოქალაქეები, შესაძლებლობების გათვალისწინებით აგროვებენ ნივთებს და აგზავნიან უკრაინაში. ამ ყველაფერს სჭირდება კოორდინირებული მუშაობა, სჭირდება სწორი კომუნიკაცია და ინფორმაციის ერთ სივრცეში მოქცევა. ეს რესურსიც გაჩნდა. ახალგაზრდებმა შექმნეს მობილური აპლიკაცია - "სოლიდარითი", სადაც ერთის მხრივ გასაჭირში მყოფი ადამიანები რუკაზე ნიშნავენ საკუთარი საჭიროებების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ მოხალისეები ირჩევენ და ეხმარებიან მათ. ეს ურთიერთდახმარების პლატფორმა, რეალურად ამყარებს პირდაპირ კომუნიაკაციას და მოკლე დროში სწრაფად რეაგირების საშუალებას იძლევა.
სტუმარი: ირაკლი გელეიშვილი - Walkers LLC-ის აღმასრულებელი დირექტორი.