მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალდიდობის გამო კოოპერატივ "საჩინოს" 750 სკა დაიტბორა

59215b32a87a7
BM.GE
21.05.17 13:15
2130
წყალდიდობის გამო კოოპერატივ "საჩინოს" სკების ნახევარი დაიტბორა. კოოპერატივში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ 1500 ოჯახიდან 750 სკა დროებით სამეგრელოში, აბაშაში იყო გადატანილი და ყველა მათგანი წყალმა დაფარა.

ინფორმაცია კოოპერატივის თავმჯდომარეზე მინდია ქავთარაძეზე და სკების დატბორვაზე "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნინო ზაბახიძემაც გაავრცელა.

"როცა ძალიან გეამაყება ახალგაზრდა ფერმერი მინდია ქავთარაძე, როცა ძალიან გულშემატკივრობ და თვლი რომ ძალიან ბევრს მიაღწევს, და დილით, რომ გირეკავს და გეუბნება წყალდიდობამ 750 ფუტკარის ოჯახი წამართვაო! აი რა უნდა უთხრა რითი ანუგეშო არ მესმის",- წერს ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

კოოპერატივი სულ 1500 ოჯახ ფუტკარს ფლობდა, რომლისგან მიღებული თაფლის გადამუშავება სამომავლოდ საწარმოში იგეგმებოდა. „კოოპერატივი თაფლი საჩინო“ 5 კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა ჯამში 51 წევრს შეადგენს. სკები ძირითადად ვანში იყო განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები