მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წყალი გუდაურის“ ბრენდინგზე Worldbranddesign წერს

6021877c84be0
თამთა ჯიჯავაძე
08.02.21 23:10
964
“წყალი გუდაურის” ბრენდინგი საქართველოს სულს ასახავს – ამ სათაურით წყალი გუდაურის შესახებ სტატიას worldbranddesign-ი აქვეყნებს.

„წყალი გუდაური საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ სოფელ ნატახატარში ისხმება. ბრენდი აწარმოებს წყალს, რომელიც უკვე გაფილტრულია ბუნებრივად კავკასიის მთათა სისტემაში, ამიტომაც მას, კონკურენტული უპირატესობა აქვს ბაზარზე. ამ ბრენდის იდენტობის კიდევ უფრო განსხვავებულობის წარმოსაჩენად, “წყალმა გუდაურმა” მამაცი განცხადება გააკეთა თავისი მინიმალისტური და მრავლისმთქმელი შეფუთვის დიზაინით“, – წერს გამოცემა.

სტატიაში საუბარია კომპანიის ამბიციურ გეგმებზე, კერძოდ: ისეთი ბრენდის შექმნა, რომლის შედეგადაც წყლის მწარმოებელი კომპანია ტრადიციულს თანამედროვეობით ანაცვლებს; და საქართველოს უნიკალური ბუნების შეფუთვაზე დატანა, რათა უფრო ეფექტური გახდეს მომხმარებლის დაკავშირება ბრენდთან.

როგორც worldbranddesign-ი წერს, „წყალი გუდაურის“ სტრატეგიის შედეგი არის თანამედროვე დახვეწილი ბოთლი, სადაც ჩანს გრავირებული კავკასიის მთები, რაც ქართული მამაცი სულის სიმბოლოა. ამას გარდა, დიზაინი ბრენდს ეთნიკურობის ეფექტს აძლევს და უზრუნველყოფს მომხმარებლის ემოციურ დამოკიდებულებას. ამ სტრატეგიის შედეგად „წყალმა გუდაურმა“ საქართველოში დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ის ქვეყანაში მიიჩნევა ძლიერ ადგილობრივ ბრენდად, რომელსაც აქვს მიზანი გახდეს გლობალური ბრენდი. ბოთლის გამჭვირვალობა ასევე ხაზს უსვამს წყლის ხარისხს და მომხმარებლების ნდობას იწვევს.

Worldbranddesign-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრენდმა იმის მიუხედავად, რომ აერჩია ხშირად გამოყენებული ფერთა პალიტრა, არჩია ინოვაცია და აქცენტი წითელ ფერზე გააკეთა – როგორც ენერგიის, აღფრთოვანებისა და სიმამაცის ფერზე. თეთრის და წითელის კომბინაცია კი ქართული დროშითაა შთაგონებული. უფრო მეტიც, მინიმალისტური წარწერები კიდევ უფრო ხაზს უსვამს ბრენდის ღირსეულობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები