მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის “რუსთავის წყლის” მიერ განხორციელებული პროექტები ხოსე მიგელ სანტოსმა ქალაქ რუსთავის მერს გააცნო

64ac01eaede2d
BM.GE
10.07.23 17:14
351
კომპანია “რუსთავის წყლის” მფობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოსი, ქალაქ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესრულებული პროექტები წარუდგინა.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, რათა ქალაქის მერს მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ. შეხვედრაზე ასევე წარმოვადგინეთ ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელზეც რუსთავის წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ.” - ხოსე მიგელ სანტოსი, GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი.

კომპანია “რუსთავის წყალმა” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროექტი, ხრამის სათავე ნაგებობაზე მდებარე მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარის კომპლექსური სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამყარდა ჭის დაზიანებული კედელი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი. 15 ივლისიდან, საკონტროლო სამუშაობის დასრულების შემდეგ, მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარი ექსპლუატაციაში შევა და ქალაქ რუსთავს საათში 1130 მ3 წყლის მარაგი დაემატება, შედეგად წყალმომარაგების ხარისხი რუსთავის მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

“დღეს რუსთავის მერს გავაცანით კომპანია “რუსთავის წყლის” მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაცია. ვისაუბრეთ მეხუთე შახტური ჭის აღდგენითი სამუშაოების დასრულებაზე, წყალმომარაგების ქსელის დეტალური შესწავლის მიზნით საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოების მიმდინარეობასა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებზე” - ზურაბ ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური დირექტორი.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები