წყალტუბო რეზორტის დამფუძნებელი ანდრო ჯიშკარიანი სასტუმრო ბიზნესის ქონების გადასახადის რეგიონების მიხედვით შესაძლო დიფერენცირებაზე საუბრობს, - როგორც ჯიშკარიანი ’’ბიზნესკონტრაქტთან“ განმარტავს, სასტუმრო ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასახადი სწორედ ქონების გადასახადია და ტურიზმის ზრდასთან ერთად, აღნიშნული გადასახდის გადახდა რეგიონალური სასტუმროებისთვის სულ უფრო რთული ხდება.
მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს კურორტების ზონებად დაყოფა და შედარებით ნაკლებადგანვითარებული კურორტული ზონის აღნიშნული გადასახადისგან საერთოდ გათავისუფლება.
’’სასტუმრო ბიზნესში გადასახადების თვალსაზრისით, ერთ-ერთი დიდი გადასახადი სწორედ ქონების გადასახადს უკავია. დღეს საქართველოში ტურიზმის დინამიურად ვრცელდება და იზრდება და შესაბამისად რეგინალური სასტუმროებისთვის ძალიან რთულია აღნიშნული ქონების გადასახადის გადახდა.
ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა საქართველო კურორტულ ზონებად დაგვეყო. არსებობს ისეთი კურორტული ზონები, რომლებიც არაერთსეზონიანია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბაკურიანი და გუდაური, თუმცა მაღალმთიან რეგიონებად ითვლება და მათ გარკვეული შეღავათები აქვთ გადასახადების თვალსაზრისით. შედარებით ნაკლებად განვითარებულ კურორტულ ზონებში ქონების გადასახადისგან შესაძლოა სასტუმროები გავათავისუფლოთ, რაც დამატებით ბენეფიტს შეუქმნის ნინვესტორებს, რომ აღნიშნულ რეგიონებში ჩადონ თანხები და ახალი სასტუმროები გახსნან’’-აცხადებს ჯიშკარიანი.
მანვე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კომუნიკაციას ჯერჯერობით არ ჰქონიათ.
’’სასტუმრო ბიზნესში ერთ-ერთ ძირითად დანახარჯს კომუნიკაციბზე ხარჯები წარმოადგენს. ძალიან დიდი შემადგენლობის არის საქართველოში კომუნალური გადასახადი. საქართველოში 6-ჯერ ძვირია წყალი, ვიდრე თურქეთში ანტალიის რეგიონში. ამ ყველა გადასახადის ერთობლიობა კი არაკონკურენტიანს გვხვის“, - ამბობს ჯიშკარიანი.

























