"მექვენის კალციტის საბადოზე" გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული სს "მაიკრონს კავკასუსია".
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ 17 000 000 ლარის, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 13 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ლიცენზიის მფლობელს აღებული აქვს ვალდებულება დაასაქმოს არანაკლებს 80 ადამიანი.

























