წყალტუბოს იუსტიციის სახლი ექნება. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა იუსტიციის სახლს უკვე გამოცხადებული აქვს, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 556 858 ლარია.
შესყიდვა 18 ოქტომბერს არის გამოცხადებული და წინადადებების მიღება 8 ნოემბერს სრულდება.
პროექტის მიხედვით, იუსტიციის სახლის შენობის სახურავზე დაგეგმილია მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობა.
მზის ელექტროსადგურის სადგურის სიმძლავრე 34.56 kWp იქნება.