მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალტუბოში პირველი სპორტული სასტუმრო აშენდება – ინვესტორი მიწის სტატუსის შეცვლას ელოდება

629b3549d5eab
მარიამ იზორია
04.06.22 22:00
1823
პირველი სპორტული სასტუმროს “სანატორიუმის” მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სასტუმრო წყალტუბოში შენდება.

როგორც პროექტის ავტორი დავით შვანგირაძე bm.ge-სთან ამბობს, ამ დროისთვის მიწის სტატუსის შეცლის პროცესშია.

“ველოდები მიწის სტატუსის შეცვლას. პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა და იმედია ამ ცდაზე ყველაფერი კარგად ჩაივლის. როგორც კი ეს მოხდება მშენებლობას მაშინვე დავიწყებ, სხვა შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს” - აღნიშნავს “სანატორიუმის” პროექტის ავტორი.

ცნობისთვის: პირველი სპროტული სასტუმრო “სანატორიუმი” 3 სართულს, 50 ნომერს, ჩოგბურთის კორტებს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს გააერთიანებს. ამასთან, სასტუმროს მესამე სართული მთლიანად სპორტსმენებს დაეთმობა, სადაც უცხოელი თუ ქართველი სპორტსმენები სპორტული შეკრებების მოწყობას შეძლებენ.

 გარდა სპორტსმენებისა“სანატორიუმი” სხვა დამსვენებელსაც მოემსახურება. პროექტში, რომელიც სახელმწიფო პროგორამის "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერითა და ქართული ბანკების დაფინანსებით ხორციელდება, $2.5 მლნ ინვესტიცია ჩაიდება. პროექტის ავტორის თქმით, სასტუმროზე 130 კვტ სიმძლავრის მზის პანელებს დაამონტაჟებენ, რომლის პროექტსაც მისი კომპანია “Green energy” განახორციელებს.

“სანატორიუმი” პირველ სპორტსმენებს სავარაუდოდ მშენებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები