მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყლის მილის დაზიანების გამო, მიკროავტობუსი N450 მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - მერია

63a40f93c419b
BM.GE
22.12.22 12:15
359
ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი N450 მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიზეზი წყლის მილის დაზიანებაა, რის გამოც ამდროისთვის ქუჩა გადაკეტილია. 

"შესაბამისად, მიკროავტობუსი N450, რომელიც გადაადგილდება აღნიშნულ ტერიტორიაზე, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აცხადებენ მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები