წყლის რეფორმა - საქართველოს წყლის რესურსების მართვის ახალი კანონმდებლობა ექნება
BM.GE
28.03.23 09:31
• 236
საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული. რეფორმა საკმაოდ ბევრ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა ვალდებულებებს უწესებს, რაც მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამართვაში უნდა აისახოს. ასევე ჩამდინარე წყლების გაუმჯობესებაში უნდა აისახოს. რეფორმას მხარს უჭერს USAID-ი, რომელმაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან ამ საკითხზე მემორანდუმი გააფორმა.