მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვის პრობლემები კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს - VORTEX Water Engineering

644b7365824e9
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.23 17:40
678
წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering-ის დამფუძნებლისა და დირექტორის შეფასებით საქართველოში წყლისა და ჩამდინარე წყლის მართვის კუთხით საქართველოს მრავალმხრივი პრობლემები გამოვლინდა, რომელთა გამოსწორებს კომპლექსურ მიდგომასა და მუშაობას საჭიროებს. ამის შესახებ არჩილ ნასრაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოსული კომპანია VORTEX Water Engineering-ი საინჟინრო საქმიანობისას სწორებას ტექნიკურად რთულ და ხარისხზე ორიენტირებულ სამუშაოზე აკეთებს და ამ მიზნით, საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ.

„წყლისა და ჩამდინარე წყლის მართვის თვალსაზრისით ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. გავიაზრეთ, რომ ძალიან ბევრი დეტალის ცოდნა იყო საჭირო, როდესაც საქმე წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვას ეხება. მივხვდით, რომ მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ პრობლემის მოგვარების შემდგომი ეტაპი იქნებოდა კომპანიის დაარსება.

თავდაპირველად წყლის მართვის პრობლემები ძირითადად ქარხნებს და საწარმოებს ეხებოდა, შემდგომ როდესაც ბაზარი შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ რომ წყლის მართვა სამომავლო თემაა, სადაც კვალიფიცირებული ინჟინრების ერთგვარი დეფიციტია, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

წყლის მართვისა და ჩამდინარე წყლის მართვის ტექნიკური ინჟინერია საკმაოდ რთული და კომპლექსურია, შესაბამისად არ არსებობს იმის შანსი, რომ ეს ცოდნა დამოუკიდებლად გქონდეთ. აქ ჩვენ გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებენ და ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენი ცოდნის დეფიციტი შეგვევსო გამოცდილ კომპანიებთან პარტნიორობით. ჩვენ უკვე გვქონდა საკმარისი ტექნიკური კომპეტენცია, რომ მთელი ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის და მიგვეღო პრობლემის გადაჭრის გზები მიგვეღო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 100 წელზე მეტია ამ სფეროში არიან ჩართულნი“, - განაცხადა არჩილ ნასრაშვილმა.

VORTEX Water Engineering-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს კომპანია ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც მსოფლიოში წყლის მართვის სხვადასხვა სერვისს ახორციელებენ, ასეთები კი ATB Water GmbH, KROHNE, AO Smith არიან. საქართველოში ოპერირების გარდა, კომპანია რეგიონულ ბაზარზე აზერბაიჯანსა და სომხეთში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთანაც თანამშრომლობს.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ რეგიონულ აქტივობებში ჩავერთეთ, ძირითადად აზერბაიჯანსა და სომხეთში, ეს შეიძლება საინტერესო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინფორმირებულები არიან წყლის ბიზნესის მიმართულებით. მიმდინარეობს დისკუსიები, რომ დამატებით სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებთან ვითანამშრომლობთ. სომხეთში კი „სიმენსის“ წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ. ის ფაქტი, რომ ასეთ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, ჩვენს მომხმარებელთან რეპუტაციას გვიზრდის“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები